Thursday, January 17, 2013



                                  კვლევა   

       ჩემი აზრით მთები თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.ვფიქრობ რომ მთები და ულამაზესი მწვერვალები,საქართველოს ნამდვილი სიამაყეა.ისინი ამშვენებენ ჩვენს სამშობლოს და ეს ბუმბერაზი,ცამდე აზიდული მთები ალბათ ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს და გააბრუებს თავისი სილამაზით.
    პირადად ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი,სახიფათო და საინტერესო ჰიმალაის მთები და მწვერვალი ჯომოლუნგმაა,ალბათ იმიტომ,რომ ეს მწვერვალი მსოფლიოში ყველაზე მაღალია და მთამსვლელებისთვისაც-საინტერესო.მე,რომ მთამსვლელი ვიყო და ალპინიზმი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყოს,პირველ რიგში აუცილებლად შევეცდებოდი ამ მწვერვალის დაპყრობას და ეს იქნებოდა ჩემი მიზანი.


       ევერესტიჩომოლუგმაჯომოლუნგმასაგარმატხა — უმაღლესი მთა 8.848 მეტრიანი პიკით, ჰიმალაის მთებში,ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 8 848 მეტრს შეადგენს. საფუძველი აგებულია კამნრიულისწინა გნაისებითა და გრანატებით, 7000 მეტრის ზევით — მეზოზოური კრისტალური ფიქლებითა კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება მყინვარები, რომელთა ბოლოები 5 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტს პირამიდის ფორმა აქვს, სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ევერესტი პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ნ. ტენცინგმა (ნეპალი შერპა) და ე. ჰილარიმ (ახალზელანდიელი ალპინისტი). 1982 წლის 4 მაისს ევერესტის დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს საბჭოთა ალპინისტებმა ვ. ბალიბერდინმა და ე. მისლოვსკიმ, იმავე ღამით (რაც უნიკალური შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს ს. ბერშოვმა და მ. ტურკევიჩმა.


     სახელის დარქმევა ერთგვარი პრობლემა გახდა. კანდიდატებს შორის ბევრი ადგილობრივი სახელი იყო, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მრავალსაუკუნოვანი ასეთი სახელი ტიბეტში იყო ჯომოლუნგმა. მოხსენება ამის თაობაზე, 1733წელს პარიზში ფრანგმა გეოგრაფმა ანვილმა გამოაქვეყნა. ნეპალში კი ამ მთას დღემდე საგარმატხას ეძახიან. ბოლოსენდრიუ ვომ განაცხადა, რომ ადგილობრივი სახელების სიმრავლე გაართულებდა მათ შორის ერთ–ერთის არჩევას, ამიტომ ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად წარადგინა ევერესტის სახელწოდება. საგულისხმოა, რომ მთის ზუსტი სიმაღლე სწორედ ევერესტმა განსაზღვრა.

Saturday, December 22, 2012

მთები

მთა, მნიშვნელოვანი სიდიდის იზოლირებული ბუნებრივი ამაღლება ხმელეთის მეტნაკლებად მოვაკებულ ზედაპირზე. მისი ელემენტებია:მწვერვალი -— უმაღლესი წერტილის მიმდებარე ზედაპირი; ძირი -— ფუძე ზედაპირის მკაფიოდ გამოსახული გარდატეხის ხაზი, რომელიც უწყვეტად შემოფარგლავს მთას; კალთები -— მწვერვალიდან მთის ძირამდე დაშვებული ფერდობი. განარჩევენ მაღალ (ალპურ), საშუალო სიმაღლისა და დაბალ მთებს რელიეფით, ფლორით და ფაუნით. 
ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან სიმაღლითა ერთიანი, საყოველთაოდ მიღებული გრადიცია არ არსებობს, იგი იცვლება გეოგრაფიული განედისა კლიმატური პირობების (უმთავრესად თოვლის მიჯნის სიმაღლის) შესაბამისად. ასეთი დაყოფა მოსახერხებელია ერთნაირ გეოგრაფიულ პირობებში მდებარე მთების შესადარებლად და გამართლებულია იმით, რომ მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული მორფოლოგიური სახე აქვთ: მაღალ მთებს ახასიათებს ძველი და თანამედროვე გამყინვარებისა და ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვისაგან დაკბილული მწვერვალები, გაშიშვლებული ციცაბო კალთები (მის კალთებზე არ იზრდება არც მცენარეულობა და არც ცხოველები ბინადრობენ.), ხოლო საშუალო და დაბალ მთებს -— მომრგვალებული მწვერვალები, გლუვი, დამრეცი კალთები, დაფარული გამოფიტვის ქერქით, ნიადაგითა და მცენარეულობით.

 მასივები ასეულ და ათასეულ კმ-ზე გაშლილ მთიან მხარეებს (მთებს) წარმოქმნიან (მაგ., კავკასიონი, ურალის მთები). წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ ტექტონიკურ, ეროზიულ და ვულკანურ მთებს. ტექტონიკური მთები ძირითადად წარმოიქმნება გეოსინკლინში შრეების ინტენსიური დანაოჭებისა და დედამიწის ქერქის აზევების შედეგად. ტექტონიკური სტრუქტურების შესაბამისად განარჩევენ ნაოჭა და ლოდა მთებს. ეროზიული მთები დედამიწის ქერქის მაღლა აზიდული ჰორიზონტული სტრუქტურების პლასტოსებრი ზედაპირის დანაწევრების შედეგია. ვულკანური მთები -— ვულკანური კონუსების, ლავური ღვარების, ტუფური საფრის ერთობლიობაა.



მწვერვალები


მწვერვალი, მთის, მასივის და ქედის უმაღლესი ნაწილი. აქვს წვეტიანი, მომრგვალებული, მობრტყელებული ან სხვა ფორმა, რაც განპირობებულია ამგები ქანების ლითოლოგიით, ტექტონიკური აღნაგობით, დენუდაციური პროცესების ხასიათით. მსოფლიოში უმაღლესი მწვერვალებია ჯომოლუნგმა — 8848 (ჰიმალაი), ისმაილ სამანი — 7495 (პამირი); კავკასიონზეიალბუზი — 5642 .













საქართველოს უმაღლესი მწვერვალები

მწვერვალი სიმაღლე მდებარეობა
1
შხარა 5200 კავკასიონი
2
ჯანღა 5058 კავკასიონი
3
მყინვარწვერი 5047 ხოხის ქედი
4
გისტოლა 4859 კავკასიონი
5
თეთნულდი 4851 კავკასიონი
6
ჯიმარა 4780 ხოხის ქედი
7
უშბა 4700 კავკასიონი
8
ტებულოსმთა 4493 კავკასიონი
9
ჭანჭახი 4461 კავკასიონი
10
ბაბისმთა 4454 კავკასიონი                       

"პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიონს"




ევროპასა და აზიას შორის გადაჭიმული, ცად აზიდული კავკასიონი სტუმრებს უმაღლეს მთის მწვერვალებსა და წმინდა ფაფუკი თოვლის უკიდეგანო სივრცეებს სთავაზობს.
შავი, აზოვისა და კასპიის ზღვებით გარშემორტყმული კავკასია, ტრადიციულად, სამ დიდ გეოგრაფიულ რეგიონად იყოფა: ამიერკავკასიად, ჩრდილოკავკასიად და იმიერკავკასიად. რეგიონის დიდებული მთები, თავის მხრივ, მთის ორ სისტემადდიდ და მცირე კავკასიონად - იყოფა. კავკასიონი სიტყვასიტყვით ნიშნავს "მთებს უჭირავთ ცა". და, მართლაც, როგორც კი იხილავთ დიადი კავკასიონის უძველესი მწვერვალების მომნუსხველ ძლევამოსილებას, მაშინვე გაიფიქრებთ, რომ სწორედ ამ მწვერვალებზე დგას სამყარო. სახელწოდება კავკასიონი მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან "kaukasos", რომელსაც თავის მხრივ სავარაუდოდ ძველირანული ("kapkah" – დიდი მთა) ან ხეთური ("kazkaz" – ტომის სახელია) წარმოშობა აქვს. კავკასია ხშირადაა მოხსენიებული ძველბერძნულ ლეგენდებში: პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიის მთას; იასონი და მისი არგონავტები კი კოლხეთში ეძებდნენ ოქროს საწმისს.
კავკასიონი მრავალრიცხოვან ტურისტთა და სპორტსმენთა ყურადღებას ევროპაში ყველაზე მაღალი მწვერვალებით იპყრობსსაქართველოში, შხარას მთის (5068) ფერდობზე შეყუჟულია სოფელი უშგული, რომელიც ყველაზე მაღალმთიანი დასახლებაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ალპინისტებში სახელგანთქმული მწვერვალი უშბა (4690), მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასაპყრობ მწვერვალადაა მიჩნეული. მითებისა და გადმოცემების უშრეტი წყარო, ლეგენდარული მთა ყაზბეგი (5034) განთქმულია უნიკალური სილამაზის ფერდობებითა და უამრავი ისტორიული ღირსშესანიშნაობით.