Thursday, December 13, 2012

კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი



უძველესი კულტურით მდიდარი კავკასია ძველბერძნულ მითოლოგიასა და ბიბლიაში მოიხსენიება. განსხვავებულ ენათა და ეროვნებათა ნაირგვარობა და მთის განუმეორებელი ლანდშაფტი კავკასიას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ადგილად აქცევს. კავკასიონის მთები გიპყრობთ უძველესი მყინვარებით, დიდებული მთის მდინარეებით დასერილი მწვერვალებითა და რთულად დასალაშქრი უღელტეხილებით. მთის წმინდა ჰაერი და ხელსაყრელი კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა, დატკბეთ კავკასიის ენდემური ფლორითა და ფაუნით, რომლის მრავალი წარმომადგენელიც ჩვენი პლანეტის უიშვიათეს ეგზემპლარს წარმოადგენს.

რეგიონის მთის სისტემებიდიდი და მცირე კავკასიონისიმაღლითა და სიდიდით ევროპულ ალპებს არაფრით ჩამოუვარდებიან! კავკასიონის უკიდეგანო თოვლიანი სივრცეები მოთხილამურეებსა და ტურისტებს მთელი სისავსით აგრძნობინებენ თავისუფლებას და საშუალებას აძლევენ მთლიანად გამოავლინონ თავი სპორტსა და მოგზაურობაში, თავისუფალი სტილით სრიალსა და ჰელისკიში. სილამაზის, მზის სითბოსა და თოვლიანი მწვერვალების საოცარი შერწყმის წყალობით, კავკასიონის მთები სოჭის სიახლოვეს 2014 წლის XXII ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს.
დიადი კავკასიონის სტუმართმოყვარე მთის ფერდები მუდამ გელიან! დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, უამრავ დადებით ემოციასა და არაჩვეულებრივ განწყობას გაგატანთ ღვთიური კუთხე, რომელსაც "ზეცა უჭირავს".

No comments:

Post a Comment